საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ბიზნესის განვითარების ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პრობლემების რეგიონული ასპექტები"

18-19 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას "ბიზნესის განვითარების ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პრობლემების რეგიონული ასპექტები" გამართავს.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებები:

 ბიზნესგარემოს განვითარების რეგიონული თავისებურებები.
 რეგიონული განვითარების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.
 სამართალგანვითარების რეგიონული ასპექტები.

კონფერენციის ეტაპები:
პირველი ეტაპი – ინტერნეტრეგისტრაცია (ავტორთა მონაცემებისა და აბსტრაქტების შევსება) 20 აპრილის ჩათვლით
მეორე ეტაპი - შერჩეული აბსტრაქტების ავტორების მიერ ნაშრომების სრული სახით გაგზავნა – 5 მაისი. ელ-ფოსტა: blss@atsu.edu.ge.

კონფერენციაზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს.

ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები:
თემის შინაარსი რამდენად შეესაბამება კონფერენციის შინაარსს.
ნაშრომის სტრუქტურა და ლოგიკურობა.
ნაშრომის აქტუალობა და პრობლემის ახლებური გაანალიზება.
არგუმენტირებული მსჯელობა.
დასკვნა და წინადადებები.
გამოყენებული ლიტერატურის/წყაროს მითითება.

კონფერენციის მეორე ეტაპზე გასულ ყველა მომხსენებელს გადაეცემა კონფერენციის მონაწილის სერტიფიკატი.

I ადგილზე გასული ნაშრომების ავტორებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები, დაჯილდოვდებიან სხვადახვა წიგნებითა და ნაშრომები საავტორო უფლების დაცვით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონული  ჟურნალის სახით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.






თარიღი: 22/03/2018